რუსთაველის გამზირზე ავარია მოხდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ლურჯი ავტობუსი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წუთებში მსუბუქი ავტომანქანიდან ერთი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ. რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.